ვიმეგობროთ Facebook–ზე


დახურვა X

რეგისტრაცია

აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და პირობები, რომელთა დროს აგრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექპლუატაცია 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი 32.ეკო მართვა
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
კატეგორია:
ბილეთების რაოდენობა 1792
 
ბილეთის ძებნა ნომრით:
 
ბილეთის განმარტება #1781

რა უნდა იცოდეთ კატალიზატორის შესახებ?

1 კატალიზატორის გაუმართაობა გავლენას არ ახდენს გამონაბოლქვის ტოქსიკურობის ხარისხზე

2 კატალიზატორი შეიძლება დაზიანდეს, თუ სატრანსპორტო საშუალების დაქოქვა წარმოებს მისი ბუქსირებით

3 კატალიზატორში მოხვედრილი არასრული წვის პროდუქტები გავლენას არ ახდენს კატალიზატორის გამართულობაზე

 
 
ბილეთის განმარტება #1782

როგორ შეიძლება საბურავების ცვეთის ინტენსივობის შემცირება?

1 მაღალი სიჩქარით მოძრაობით

2 ბურავებში არსებული ჰაერის წნევის დადგენილ დონეზე შენარჩუნებით

3 ზამთრის საბურავების ზაფხულში გამოყენებით

 
 
ბილეთის განმარტება #1783

როგორ უნდა იქნას მიღწეული გარემოზე ზემოქმედების შემცირება?

1 საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებთან ერთად ერთი სატრანსპორტო საშუალების გაზიარებით და მათთან ერთად მგზავრობით

2 გადატვირთული საგზაო მოძრაობის მიუხედავად, საკუთარი სატრანსპორტო საშუალების მართვით

3 საგზაო მოძრაობის დროს ხერგილში მოხვედრისას სატრანსპორტო საშუალების დაკეტვით და ქვეითად გზის გაგრძელებით

 
 
ბილეთის განმარტება #1784

რა იწვევს სატრანსპორტო საშუალების მიერ საწვავის მოხმარების გაზრდას?

1 მინების დაკეტვა

2 მგზავრთა რაოდენობის ან/და გადასაზიდი ტვირთის მატება

3 საბურავებში ჰაერის წნევის დონის რეკომენდებულზე მეტად გაზრდა

 
 
ბილეთის განმარტება #1785

როგორ შევძლებთ საწვავის დაზოგვას?

1 საბურავებში არსებული ჰაერის წნევის დონის ინსტრუქციით განსაზღვრულ დონეზე მეტად შემცირებით

2 სახურავზე დამაგრებული საბარგულის ან თხილამურების სამაგრის მოხსნით

3 მოძრაობის დროს უმაღლეს გადაცემაზე გადართვისგან თავის არიდებით

 
 
ბილეთის განმარტება #1786

რომელი ქცევა მიუთითებს გარემოზე ზრუნვაზე?

1 მგზავრობისათვის არჩევანის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაკეთება

2 ინტენსიური მოძრაობისას წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებიდან მინიმალურად დასაშვები დისტანციის შენარჩუნება

 
 
ბილეთის განმარტება #1787

სად უნდა განათავსოთ თქვენი ბარგი იმისათვის, რომ დაზოგოთ საწვავი?

1 საბარგულში

2 სატრანსპორტო საშუალების სახურავზე

 
 
ბილეთის განმარტება #1788

როგორ შევძლებთ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შემცირებას დასახლებულ პუნქტებში?

1 მოძრაობის სიჩქარის შერჩევით გზის საფარის მდგომარეობის შესაბამისად

2 დაბალ გადაცემაზე მღალი სიჩქარით მოძრაობით

3 გადაცემათა ყოველი გადართვისას გადაბმულობის ორჯერადი გათიშვით

 
 
ბილეთის განმარტება #1789

რამდენიმე ობიექტზე მისასვლელად, როგორ უნდა დავგეგმოთ მოძრაობის მარშუტი, რომ იგი იყოს ეკოლოგიურად გამართლებული?

1 რამდენიმე მარშუტი გავაერთიანოთ ერთ მარშუტში

2 თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის სხვა მონაწილეებთან შეთანხმებით ვიმოძრაოთ ერთ კოლონაში

3 ყველა მიმართულებით მოძრაობისათვის მარშუტი შევარჩიოთ დასახლებული პუნქტის ცენტრზე გავლით

 
 
ბილეთის განმარტება #1790

დაღმართის უსაფრთხოდ გავლას შევძლებთ, თუ ბოლომდე ავუშვებთ ფეხს აქსელერატორის სატერფულს და:

1 ავირჩევთ ისეთ გადაცემას, რომელზეც მოძრაობის დროს არ მოგვიწევს მუხრუჭის სატერფულზე ფეხის ძლიერად დაჭერა

2 ვიმოძრავებთ ნეიტრალური გადაცემის გამოყენებით

3 გავთიშავთ ანთების სისტემას

 
 
ბილეთის განმარტება #1791

მოკლე მანძილზე ცივი ძრავით მოძრაობა გარემოსთვის განსაკუთრებით საზიანოა, რადგან ამ რეჟიმით მოძრაობა გულისხმობს:

1 მეტი საწვავის მოხმარებას

2 სატრანსპორტო საშუალების ანთების სისტემის შესაძლო მწყობრიდან გამოსვლას

3 ავტომობილის აკუმულატორის განმუხტვას

 
 
ბილეთის განმარტება #1792

რა იწვევს ისეთ ხმაურს, რომლისგანაც თავის არიდება შესაძლებელია?

1 ხმოვანი სიგნალის გამოყენება მისალმების მიზნით

2 სატრანსპორტო საშუალების კარის დახურვა

3 ხმოვანი სიგნალის გამოყენება საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილებისათვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად